Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენლები ცვლილებებს აპროტესტებენ


საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენლები საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებებისა და დამატებების პროექტის დამტკიცებას ეწინააღმდეგებიან და საზოგადოებას პროტესტის აქტიურად გამოხატვისკენ მოუწოდებენ. პარლამენტთან დღეს გამართულ აქციაზე საზოგადოებრივი კომისიის წევრებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლება ცდილობს ხალხის ნების გარეშე, სწრაფად დაამტკიცოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ერთადერთ მიზანს, ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის ყოფნის გახანგრძლივებას ემსახურება. დღევანდელ საპროტესტო აქციას ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. აქცია ხვალ 12 საათზე განახლდება პარლამენტთან, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე მეორე მოსმენით უნდა იმსჯელოს. განხილვის შეწყვეტის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყება.
XS
SM
MD
LG