Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიაში მმართველი კოალიცია იმარჯვებს


ლატვიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე, წინასწარი მონაცემებით, მმართველი მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია იმარჯვებს. ბიულეტენების დათვლის ბოლო შედეგების თანახმად პრემიერ-მინისტრ ვალდის დომბროვსის ბლოკ „ერთობას“ ამომრჩეველთა 30 პროცენტზე მეტმა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილს იკავებს ოპოზიციური მემერცხენე პარტია „თანხმობის ცენტრი“, რომელსაც 25 პროცენტმა დაუჭირა მხარი. 20 პროცენტით, მესამე ადგილზე გავიდა საარჩევნო გაერთიანება „უკეთესი ლატვიისათვის“ და „ყველაფერი ლატვიას, მამულს და თავისუფლებას“. აღნიშნული შედეგით მმართველი კოალიცია ლატვიის სეიმში უმრავლესობას იღებს. ვალდის დომბროვსკისმა უკვე განაცხადა, რომ მზად არის ახალი მთავრობის შესაქმნელად.
XS
SM
MD
LG