Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი ლეიბორისტები ჯარისკაცების დაღუპვის ფაქტზე ინფორმაციას ითხოვენ


„საკუთარი სკამის შესანარჩუნებლად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ ჯარისკაცებს მსხვერპლად სწირავს“, - განაცხადა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე „ლეიბორისტული“ პარტიის საერთაშორისო მდივანმა ნესტან კირთაძემ და შეშფოთება გამოხატა ავღანეთში, სექტემბრის თვეში, ხუთი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო. ქართველი ლეიბორისტები სქართველოში ამერიკის ელჩისაგან ითხოვენ რეალურ ინფორმაციას, თუ რა ვითარებაში დაიღუპნენ ჯარისკაცები და სულ რამდენი ქართველი ჯარისკაცია დაჭრილი საბრძოლო ამოცანების შესრულების დროს. საქართველოს სამხედრო უწყების ოფიციალური ინფორმაციით, ავღანეთში 5 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო დაჭრილია 3 ჯარისკაცი, რომლებიც მკურნალობის კურსს გერმანიაში გადიან. ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივნის ცნობით, ლისაბონის სამიტის დღეებში მათი პარტია ნატოს ოფისთან საპროტესტო აქციას გამართავს და ნატოს წევრ ქვეყნებს, ავღანეთიდან საქართველოს ჯარების გამოყვანისკენ მოუწოდებენ.
XS
SM
MD
LG