Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ოფიციალურად მიიწვიეს ნატოს ლისაბონის სამიტზე


საქართველო ოფიციალურადაა მიწვეული ნატოს სამიტზე, რომელიც ნოემბერში, ლისაბონში გაიმართება, - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. მისივე შეფასებით, ლისაბონის სამიტის წინ, საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტს და მის მხარდამჭერ განცხადებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ამავე ბრიფინგზე მანჯგალაძემ განმარტა მიზეზი, რომლის გამოც საქართველოში წვევამდელთა რაოდენობა გაიზარდა. პრესსპიკერის თქმით, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გამო, თავდაცვის სამინისტროს წელს გაცილებით მეტი ჯარისკაცის მომზადების საშუალება აქვს. მანჯგალაძის ცნობით, შარშან წვევამდელთა რაოდენობა 738 იყო, წელს კი, 1204-მდე გაიზარდა.
XS
SM
MD
LG