Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი შეიწირა სუფიების ტაძართან მოწყობილმა აფეთქებებმა


პაკისტანის ქალაქ კარაჩიში, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაიჭრა სუფიზმის მიმდევრათა ტაძართან მოწყობილი ორი აფეთქების შედეგად. პოლიციის ოფიციალურ წარმომადგენელ ჯამ ტარიკის განცხადებით, აფეთქებები მოეწყო აბდულა შაჰ ღაზის ტაძართან, არაბეთის ზღვის ნაპირზე. ბოლო წლებში რამდენიმე თავდასხმა მოეწყო პაკისტანის მეჩეთებისა და რელიგიური დანიშნულების სხვა შენობების წინააღმდეგ. მათ შორის იყო სუფიების ტაძართან ქალაქ ლაჰორში წელს, ივლისში მოწყობილი აფეთქებები, რომლებსაც, სულ ცოტა, 42 ადამიანი შეეწირა.
XS
SM
MD
LG