Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენეციის კომისია საკონსტიტუციო პროექტში რეკომენდაციების ასახვას მოითხოვს


ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაელოდოს მის საბოლოო რეკომენდაციებს და საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო დამტკიცებამდე ზედმიწევნით გაითვალისწინოს ის. საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტს მესამე მოსმენით 12 ოქტომბრისთვის დაგეგმილ სხდომაზე უყრის კენჭს. ვენეციის კომისიის საბოლოო რეკომენდაციები კი მომდევნო დღეებში გამოქვეყნდება. როგორც კომისიის წინასწარ მოსაზრებებშია აღნიშნული, მართალია, საქართველოს ხელისუფლებამ მისი რამდენიმე წინასწარი რეკომენდაცია გაითვალისწინა, მაგრამ საკონსტიტუციო პროექტის საბოლოო მიღებამდე კომისიის საბოლოო მოსაზრებათა დალოდება და პროექტში მათი ასახვა აუცილებელია.
XS
SM
MD
LG