Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია ”ათა ჟურთი” ლიდერობს.


პირველადი მონაცემებით, ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნებში პარტია ”ათა ჟურთი” ლიდერობს, რომელსაც დროებითი მთავრობის ყოფილი ვიცე-პრემიერი ალაზბაკ ატამბაევი ხელმძღვანელობს. ბიულეტინთა 80 პროცენტის დათვლის შემდეგ, ათა-ჟურტს 8,5 მეათედი პროცენტი აქვს მოპოვებული; მეორე ადგილს იკავებს პარტია სოციალ-დემოკრატები, რომელსაც რესპუბლიკელები, ”არ-ნამისი” და ”ათა-მეკენი” მოსდევს. საარჩევნო კომისიის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა რაოდენობამ 57 პროცენტი შეადგინა. ქალაქ ოშში კი, ქვეყნის სამხრეთით, სადაც ივნისში სისხლიანი შეტაკებები გაიმართა, მოსახლეობის 66-მა პროცენტმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი.

XS
SM
MD
LG