Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში განახლდა გაფიცვა საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ


საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მიმართული რიგით მესამე გაფიცვა დაიწყო. კანონპროექტი, რომელსაც მხარს უჭერს პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, უკვე დაამტკიცა პარლამენტის ქვედა პალატამ. დოკუმენტი საპენსიო ასაკის 60-დან 62-წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. ამ დღეებში კანონპროექტს საფრანგეთის სენატიც განიხილავს. გაფიცვამ სერიოზულად შეაფერხა საფრანგეთში ტრანსპორტის მოძრაობა. მატარებლებისა და ავიარეისების დაახლოებით ნახევარი გადაიდო. გაფიცვას უერთდებიან მასწავლებლები, ფოსტისა და სატვირთო ავტომობილების მძღოლები. პროფკავშირები საპროტეტსო დემონსტრაციებისა და მსვლელობების მოწყობას მთელი ქვეყნის მასშტაბით აპირებენ.
XS
SM
MD
LG