Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოკავკასიელებს უკვე საქართველოში უვიზოდ ჩასვლა შეუძლიათ


დღეიდან საქართველოში უვიზოდ ჩასვლის უფლება აქვთ რუსეთის ფედერაციის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში ცხოვრობენ. მათთვის 90-დღიანი უვიზო რეჟიმი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და პრეზიდენტის ბრძანებით ამოქმედდა. შსს-ს განმარტებით, ჩრდილოეთ კავკასიაში ბინადრობის დადასტურება საქართველოში ჩამოსვლის მსურველებს შეუძლიათ ბინადრობის დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტით, საზღვრის გადაკვეთას კი, მაქსიმალურად კომფორტულ პირობებში შეძლებენ. სამინისტროს განცხადებით, ”ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებთ შესაძლებლობა ექნებათ საქართველოში იმოგზაურონ, მიიღონ განათლება, დაკავდნენ ბიზნესით, დაისვენონ და ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, რომელსაც კორუმპირებული და რეპრესიული ფედერალური რეჟიმის პირობებში სამშობლოში მოკლებულნი არიან”. შსს მიიჩნევს, რომ ”საქართველო გახდება ხიდი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიელებს ცივილიზებულ სამყაროსთან დააკავშირებს”. შეგახსენებთ, რომ საქართველოს გადაწყვეტილება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პროპაგანდისტულ ნაბიჯად შეაფასა. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობამ, კერძოდ, ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ დღეს რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, თბილისს მიბაძოს და საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარი გახსნას.
XS
SM
MD
LG