Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩავესი მოსკოვს სტუმრობს


ვენესუელის პრეზიდენტი, უგო ჩავესი ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა მოსკოვში ორმხრივი კავშირების განმტკიცების მიზნით. პარასკევს ჩავესი რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევსა და პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს შეხვდება. რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ჩავესის შეხვედრისას განსახილველ საკითხებს შორის არის ბირთვული ენერგეტიკის განვითარება, რუსული წარმოების ტანკების შესყიდვა და ერთობლივი ბანკის დაარსება. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩავესმა სულ მცირე 5 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება - მათ შორის თვითმფრინავები, ანტი-სარაკეტო სისტემები და ტანკები - შეიძინა რუსეთისგან. ჩავესის მიმდინარე ტურნე ასევე მოიცავს ბელორუსიას, უკრაინას, ირანს, სირიასა და პორტუგალიას.
XS
SM
MD
LG