Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიამ ფეხბურთის 19 გულშემატკივარი დააკავა იტალიიდან დაბრუნების შემდეგ


სერბიის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, პოლიციამ ფეხბურთის 19 გულშემატკივარი დააკავა მას მერე, რაც ისინი ბრუნდებოდნენ იტალიიდან, სადაც პოლიციასთან შეტაკება ჰქონდათ, რამაც გამოიწვია 2012 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის გაუქმება. სერბიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ივიცა დაჩიჩის თანახმად, გულშემატკივრები, რომლებიც სერბიაში ბრუნდებოდნენ იტალიიდან, საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს. ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი სამშაბათს, გენუაში, შეწყდა მას მერე, რაც თამაშის მეშვიდე წუთზე სერბმა გულშემატკივრებმა მოედანზე და მოწინააღმდეგე გუნდის მომხრეთა მიმართულებით მაშხალები ისროლეს. შეტაკებების შედეგად 16 პირი საავადმყოფოში მოათავსეს. პოლიციამ იტალიაში 17 კაცი დააკავა. უეფას დისციპლინარული კომისია ინციდენტს განიხილავს და დასკნას გააკეთებს 28 ოქტომბერს.
XS
SM
MD
LG