Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის დისკუსიების მე-13 რაუნდზე გაკეთებული განცხადებით, რუსი მესაზღვრეები ოკუპირებულ პერევს დატოვებენ


ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეები დატოვებენ საჩხერის რაიონის სოფელ პერევს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგა ბოკერიამ და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი სანაკოევმა. როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ქართული მხარე დადებითად აფასებს ნებისმიერი ტერიტორიის, ნებისმიერი სოფლის დეოკუპაციას, თუმცა რუსეთის მხარის ეს ნაბიჯი „სწორ კონტექსტში უნდა განვიხილოთ“: ეს კონტექსტია რუსეთის მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულება, გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან ის ძალები, რომლებიც 2008 წლის ომის დროის შეიყვანა. ზოგადი შეფასებით, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გამოთქვამს, ჟენევის დისკუსიების არც მე-13 რაუნდი შეიძლება ჩაითვალოს თუნდაც გარკვეულწილ წარმატებულად, რამდენადაც წინსვლა ვერ მოხდა ფუნდამენტურ საკითხებთან დეოკუპაციასთან, უსაფრთხოების ახალ მექანიზმთან, დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით. გიგა ბოკერიას განცხადებით, ჟენევაში დღეს გადაწყდა, რომ საერთაშორისო დისკუსიების შემდეგი რაუნდი დეკემბრის პირველ ნახევარში გაიმართება.
XS
SM
MD
LG