Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიელი ინჟინრები დღეს დაასრულებენ ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბის გაყვანას


შვეიცარიელი ინჟინრები დღეს დაასრულებენ მსოფლიოს უგრძესი სარკინიგზო გვირაბის გაყვანას ალპებში. გვირაბის სიგრძე 57 კილომეტრია და ის შეამოკლებს გზას ევროპის ჩრდილოეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებს შორის და შეამცირებს ალპებში ტრანსპორტის ინტენსიურ მოძრაობას. სარკინიგზო გვირაბი 2017 წელს გაიხსნება. მშენებლობა 7 მილიარდი ევრო ჯდება და ის 15 წლის წინ დაიწყო. მშენებლობის პროცესში რვა მუშა დაიღუპა. გვირაბის გაყვანის დასრულება დღეს შვეიცარიის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემა და მას თვალყურს მიადევნებენ აგრეთვე ლუქსემბურგში შეკრებილი ევროკავშირის ტრანსპორტის მინისტრები.
XS
SM
MD
LG