Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობაზე იმსჯელეს


თბილისში საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. გრიგოლ ვაშაძემ და ელმარ მამედიაროვმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარებასა და სტრატეგიული ურთიერთობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. შეხვედრის შემდეგ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ განსახილველ საკითხთა შორის იყო ენერგეტიკული პროექტები და საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაცია, რომლის დასასრულებლად კონსულტაცია აქტიურად გაგრძელდება. ელმარ მამედიაროვის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძესთან პირისპირ შეხვედრისას ისაუბრეს გაყინულ კონფლიქტებზე მთიან ყარაბაღში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
XS
SM
MD
LG