Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალ პეტრეუსის განცხადებით, თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი მრავალეროვანი ძალების ხელშეწყობით ჩავიდა ქაბულში


ავღანეთში შეერთებული შტატებისა და ნატოს ჯარების სარდლის, ამერიკელ გენერალ დევიდ პეტრეუსის განცხადებით, ნატოს სარდლობით მოქმედმა ჯარებმა უზრუნველჰყვეს თალიბანის მაღალი რანგის წარმომადგენლის უსაფრთხოდ ჩასვლა ქაბულში, ავღანეთის მთავრობასთან მოსალაპარაკებლად. ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, ნატოსა და შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ავღანეთის მთავრობის ძალისხმევას, სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს თალიბანთან. ასეთი მოლაპარაკებისადმი მხარდაჭერას გამოთქვამს პაკისტანიც.
XS
SM
MD
LG