Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში ქურთი პოლიტიკოსების სასამართლო პროცესი დაიწყო


თურქეთში დღეს დაიწყო 150 ქურთი პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი. მათ ბრალად ედებათ ქვეყანაში აკრძალულ ქურთთა მუშათა პარტიასთან კავშირი. განსასჯელთა შორის არიან რამდენიმე ქალაქის მერები, რომლებიც პროქურთული, „მშვიდობის და დემოკრატიის“ პარტიიდან იქნენ არჩეული. მოსმენები ქალაქ დიარბაქირში რამდენიმე თვე გასტანს. თურქეთის ხელისუფლება და მასთან ერთად აშშ და ევროპის კავშირი, პარტიას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG