Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქრისტიან-დემოკრატები სარეზერვო ფონდების თანხას მთავრობის ”ჯიბის ფულს” უწოდებენ


ქრისტიან-დემოკრატების საპარლამენტო ფრაქცია ხელისუფლების მიერ ქამრების შემოჭერად წოდებულ პოლიტიკას საბიუჯეტო სიცრუედ აფასებს. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებისთვის 50-50 მილიონი ლარია გათვალისწინებული, მაშინ როდესაც წლევანდელი ბიუჯეტით ეს თანხა საერთო ჯამში შეადგენდა 50 მილიონს. სარეზერვო ფონდების თანხას ქრისტიან-დემოკრატები პრეზიდენტისა და მთავრობის ”ჯიბის ფულს” უწოდებენ, რადგან მათივე შეფასებით, ამ თანხის განკარგვის კონტროლის საშუალება, პრაქტიკულად, არ არსებობს. საპარლამენტო ფრაქცია სარეზერვო ფონდების მოცულობის განახევრებას და გამოთავისუფლებული თანხით სოფლის მეურნეობის, განათლებისა და სოციალური პროგრამების დაფინანსებას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG