Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”პერევიდან რუსი სამხედროების გასვლა პროცესის ნაწილია და არა საბოლოო შედეგი”


პერევიდან რუსული კონტინგენტის გასვლის თაობაზე პრეზიდენტ სააკაშვილის პოზიცია დღევანდელ ბრიფინგზე მისმა პრესსპიკერმა გამოხატა. მანანა მანჯგალაძის განცხადებით, 26-თვიანი ოკუპაციის შემდეგ, სოფელ პერევს ქართული პოლიცია სრულად აკონტროლებს. პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ზეწოლით პერევიდან რუსი სამხედროების გასვლა პროცესის ნაწილია და არა საბოლოო შედეგი. მანჯგალაძის განცხადებით, პერევის მაგალითმა დაადასტურა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მკვეთრ და ერთიან პოზიციას შედეგის მოტანა შეუძლია, ამიტომ საქართველოს სრული დეოკუპაციის მიზნით მოსკოვზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს.
XS
SM
MD
LG