საჩხერის რაიონის სოფელი პერევი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპირებული იყო, დღეს გამნაღმველებმა შეამოწმეს. რუსი სამხედროების მიერ გასულ საღამოს დატოვებულ სოფელში ამჟამად ქართველი სამართალდამცავები და ევროკავშირის მეთვალყურეები იმყოფებიან.