Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში შეტაკება მოხდა პოლიციასა და გაფიცვის მონაწილეებს შორის


პარიზთან მდებარე ნავთობგადამამუშავებელ საწარმოსთან პოლიციელებსა და გაფიცულებს შორის შეტაკება მოხდა, როცა პოლიციამ ბოლო მოუღო საწარმოს ბლოკადას. გაფიცული მუშები პროტესტს გამოთქვამენ მთავრობის გეგმის გამო, რომელიც საპენსიო ასაკის ორი წლით, 62 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. პროფკავშირის წარმომადგენლის განცხადებით, იმავდროულად გაფიცულებს სამუშაოზე დაბრუნება აიძულეს. 12 ოქტომბრიდან საფრანგეთში გაფიცვა აქვს გამოცხადებული ყველა ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს, რაც საწვავის მწვავე ნაკლებობას იწვევს. მიმდინარე თვეში ასიათასობით ადამიანი შეიკრიბა დემონსტრაციებზე საფრანგეთის მრავალ ქალაქში, საპენსიო რეფორმის გეგმის წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად. სენატში დღეს უნდა გაიმართოს გადამწყვეტი კენჭისყრა რეფორმის პროექტზე, რომელიც უკვე დაამტკიცა პარლამენტის ქვედა პალატამ.
XS
SM
MD
LG