Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ყოფილ ვიცე-პრემიერს


ერაყის უზენაესმა სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა დღეს ამ ქვეყნის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს და ვიცეპრემიერ-მინისტრს, ტარიკ აზიზს. სასამართლოს პრესსამსახურის თანახმად, აზიზს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს, ისლამისტური პარტიების დევნის გამო. აზიზი, რწმენით ქრისტიანი, საგარეო საქმეთა მინისტრაც დანიშნეს 1983 წელს. შემდეგ, 1991 წლიდან, ის ვიცეპრემიერი გახდა. ის თვითონ ჩაბარდა აშშ-ის არმიას 2003 წლის აპრილში, ბაღდადის დაცემიდან რამდენიმე დღეში. აზიზი, ცნობით, ავადაა მას მერე, რაც ინსულტი გადაიტანა. სასამართლომ დღესვე სიკვდილი მიუსაჯა სადამ ჰუსეინის პერიოდის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ საადუნ შაკერსა და აბიდ ჰამუდს, ჰუსეინის ყოფილ აღმასრულებელ მდივანს. განაჩენი ახლა საპრეზიდენტო საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
XS
SM
MD
LG