Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი აცხადებს, რომ უკრაინასთან ვაჭრობა გაუმჯობესდა


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინასთან სავაჭრო კავშირები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის სათავეში ვიქტორ იანუკოვიჩი მივიდა. პუტინმა ამის შესახებ კიევში ილაპარაკა, სადაც ის უკრაინის ლიდერებს შეხვდა ამ ქვეყნისათვის გაზის მიწოდების თაობაზე სალაპარაკოდ. პუტინის თქმით სავაჭრო ბრუნვა რუსეთსა და უკრაინას შორის წელს 80 პროცენტით გაიზარდა და ამის მიზეზად გლობალური ვითარების გამოსწორებასთან ერთად კავშირების ”ნორმალიზება” დაასახელა.
XS
SM
MD
LG