Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გაიმართა „იუკოსის“ ყოფილი თანმფლობელების სასამართლო პროცესი


მოსკოვში „იუკოსის“ ყოფილი თანამფლობელების მეორე საქმის თაობაზე სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესი დაიწყო რეპლიკების გაცვლით, რაც ბრალდებასა და დაცვას შორის შელაპარაკებას მოჰყვა. პროკურორმა, ვალერი ლახტინმა, სიცრუე უწოდა მიხაილ ხოდორკოვსკის ჩვენებას და ადვოკატების დასკვნებს. ხოდორკოვსკიმ განაცხადა, რომ მისი და პლატონ ლებედევის განაჩენის პროექტი უკვე არსებობს. ადვოკატები ბრალდების მიმართ კომენტარებს ხვალ გამოაცხადებენ. იმავე დღეს ხოდორკოვსკი თავისი საბოლოო სიტყვით გამოვა. ბრალდება 14 წლით პატიმრობას მოითხოვს. დაცვა საქმეს შეთითხნილს უწოდებს. „იუკოსის“ ყოფილ მფლობელებს ბრალად სდებენ ნავთობის მიტაცებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას.
XS
SM
MD
LG