Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი თავის მოქალაქეებს ურჩევს, ნუ წავლენ საფრანგეთში


ირანის ხელისუფლებმა თავის მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან საფრანგეთში, სადაც თეირანის თანახმად, საპენსიო რეფორმის გამო საპროტესტო გამოსვლებმა „სერიოზული არეულობის სახე მიიღეს“. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, რამინ მებმანფარასთმა განაცხადა. თავის დროზე, 2009 წლის ივნისის სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემგომდროინდელი არეულობის პერიოდში, საფრანგეთმა ოფიციალურად მოუწოდა თავის მოქალაქეებს, შეიკავონ თავი ირანში მოგზაურობისგან.
XS
SM
MD
LG