Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები იმართება


აშშ-ში სამშაბათს კონგრესის შუალედური არჩევნები იმართება. აშშ-ის ხმის უფლების მქონე მოქალაქეები კენჭს უყრიან წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრს და ასი სენატორიდან 37-ს. ამას გარდა, 37 შტატში გუბერნატორებს აირჩევენ. კალიფორნიაში კენჭს უყრიან კანონს, რომელიც პირად მოხმარებისთვის მარიხუანის ლეგალიზებას დაუშვებს. წინასაარჩევნო გამოკითხვებით, უფრო მეტი მოქალაქე აშშ-ის ეკონომიკის მდგომარეობით უკმაყოფილების გამო, ხმას ბარაკ ობამას დემოკრატიული პარტიის საწინააღმდეგოდ მისცემს. პარტია კონგრესის ორივე პალატას აკონტროლებს და უკვე ორი წელია მისი წარმომადგენელია პრეზიდენტი.
XS
SM
MD
LG