Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთმა და საფრანგეთმა თავდაცვის სფეროში მნიშვნელოვანი შეთანხმება გააფორმეს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ დღეს ლონდონში გამართულ სამიტზე ხელი მოაწერეს ორ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას თავდაცვის სფეროში. შეთანხმებით, ბრიტანეთი და საფრანგეთი ერთობლივ სამხედრო ძალებს შექმნიან და გაიზიარებენ ავიამზიდებს, ასევე ბირთვული იარაღის გამოსაცდელ ობიექტებს. ნატოს, ევროკავშირის და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ ორ წევრს შორის თავდაცვის სფეროში ასეთი თანამშრომლობა შეფასდა, როგორც უპრეცედენტო.
XS
SM
MD
LG