Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხაილ ხოდორკოვსკისთვის გამოტანილ განაჩენს 15 დეკემბერს გამოაცხადებენ


მიხაილ ხოდორკოვსკისთვის გამოტანილ განაჩენს 15 დეკემბერს გამოაცხადებენ. ამ შინაარსის განცხადება დღეს გააკეთა მოსკოვის სასამართლომ, რომელიც ყოფილი მაგნატის საქმეს განიხილავს. ხოდორკოვსკი, მაშინ ნავთობკომპანია „იუკოსის“ მფლობელი და რუსეთში უმდიდრესი ადამიანი, 2003 წელს დააპატიმრეს თაღლითობისა და გადასახადებისთვის თავის არიდებაში ბრალდებების საფუძველზე. ის ამჟამად იხდის რვაწლიან პატიმრობას, რომელიც ბევრს მიაჩნია სასჯელად პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთან დაპირისპირების გამო. ახლა ხოდორკოვსკის მეორედ ასამართლებენ თაღლითობისა და ფულის გაფლანგვის ბრალდებებით, რის შედეგადაც მას შესაძლოა, 2017 წლამდე მოუწიოს ციხეში დარჩენა.
XS
SM
MD
LG