Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთმა დროებით აკრძალა საზღვარგარეთ ფოსტის გაგზავნა


საბერძნეთის ხელისუფლებამ საზღვარგარეთ ფოსტის გაგზავნაზე 48-საათიანი აკრძალვა დააწესა. გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც მთელ რიგ ამანათებში ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოჩნდა. ათენში მდებარე რამდენიმე საელჩოსთან გუშინ ამანათებში დამალული ასაფეთქებელი ნივთიერება ამოქმედდა. აფეთქებების შედეგად არავინ დაზარალებულა. საბერძნეთიდან დაუდგენელმა პირებმა ასაფეთქებელი მოწყობილობით ამანათი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს გაუგზავნეს. მეორე ამანათი კი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ეკუთვნოდა, საბერძნეთში დააკავეს. საეჭვო პაკეტი აღმოაჩინეს საბერძნეთი-იტალიის ავიარეისზეც. არაოფიციალური ინფორმაციით, ბომბი იტალიის პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონისთვის იყო განკუთვნილი. ეჭვობენ, რომ ამანათებს მემარცხენე რადიკალური დაჯგუფება აგზავნის.
XS
SM
MD
LG