Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამამ აზიური ტურნე მუმბაით დაიწყო


ინდოეთში მყოფი შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა, მუმბაიში იმ სასტუმროში შეჩერდა, რომელზეც ისლამისტმა ექსტრემისტებმა ორი წლის წინ იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად 160 კაცზე მეტი დაიღუპა. თავის მიმართვაში ბარაკ ობამამ მაღალი შეფასება მისცა სპესამსახურებს და მოქალაქეებს, რომლებმაც 2008 წლის ნოემბერში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისას მამაცობა და გმირობა გამოავლინეს. პრზიდენტი ბარაკ ობამა ინდოეთში სამ დღეს დაჰყოფს. შემდეგ ეწვევა ინდონეზიას, სამხრეთ კორეას და იაპონიას, სადაც აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG