Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ისრაელს მოუწოდებს, შეცვალოს გადაწყვეტილება ახალი მშენებლობების შესახებ


ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, კეტრინ ეშტონმა ისრაელს მოუწოდა, უარი თქვას გეგმაზე, რომელიც ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში ებრაული ოჯახებისთვის განკუთვნილი ახალი სახლების აგებას ითვალისწინებს. ეშტონის განცხადებით, ისრაელის გეგმა, 1300 საცხოვრებელი ერთეული აიგოს აღმოსავლეთ იერუსალიმში, ეწინააღმდეგება საერთაშორისო ძალისხმევას, გამოაცოცხლოს სამშვიდობო მოლაპარაკება ისრაელსა და პალესტინელებს შორის. ისრაელმა ორშაბათს გააკეთა განცხადება ახალი მშენებლობების გეგმის შესახებ, რასაც პალესტინელების აღშფოთება მოჰყვა. ისინი სამშვიდობო მოლაპარაკების საბოტაჟში ადანაშაულებენ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს. პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკება სექტემბერში განახლდა, მაგრამ ერთი თვეც არ იყო გასული, როცა ჩიხში მოექცა ისრაელის დასახლებების მშენებლობის გამო. ისრაელის გეგმასთან დაკავშირებით, შეშფოთებას გამოთქვამენ შეერთებული შტატები და გაეროც.
XS
SM
MD
LG