Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეკინში გაიმართა ჩინეთისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა


პეკინში გაიმართა ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ვენ ძიაბაოს მოლაპარაკება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონთან, რაც წინ უსწრებს 2,7 მილიარდ დოლარად შეფასებული ორმხრივი კონტრაქტების გაფორმებას. კამერონის მიზანია ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობის გააქტიურება ბრიტანეთში სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ეკონომიკური აღმასვლის ხელშესაწყობად. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ოთხი მინისტრი ახლავს, 50-მდე ბიზნესლიდერთან ერთად. ხვალ, ვიზიტის ბოლო დღეს, კამერონი პრეზიდენტ ჰუ ძინტაოს შეხვდება. ოფიციალური ინფორმაციით, კამერონი აპირებს ჩინეთში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბარსაც.
XS
SM
MD
LG