Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი მაგნიტსკის საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს


რუსეთმა ბრძანება გასცა ხელახლა იქნეს გამოძიებული ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის საქმე, რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ - 2009 წლის 16 ნოემბერს - ციხეში გარდაიცვალა. მაგნიტსკის მომხრეები აცხადებენ, რომ მისი სიკვდილი ციხეში არსებულმა გაუსაძლისმა პირობებმა გამოიწვია. მაგნიტსკის ბრალი ედებოდა გადასახადებისთვის თავის არიდებასა და გაფლანგვის კომპლექსური სქემის შემუშავებაში. ის დაპატიმრებიდან ერთ წელიწადში გარდაიცვალა, კვლავაც წინასწარი პატიმრობის საკანში. მის სიკვდილს საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა - ბევრი აცხადებდა, რომ ის მოსკოვის ციხეში მძიმედ გახდა ავად, მაგრამ მკურნალობაზე ბოლო წუთამდე უარს ეუბნებოდნენ. პროკურორთა საგამოძიებო კომიტეტის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, ექსპერტებმა უკვე სამი ექსპერტიზა ჩაატარეს - და დაადგინეს, რომ მაგნიტსკი „გულის მწვავე უკმარისობით“ გარდაიცვალა. მაგრამ ამ დასკვნებში არსებული „რამდენიმე შეუსაბამობის“ გამო კომიტეტი დამატებით გამოძიებას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG