Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროზონის ქვეყნებს სურთ ირლანდიას დაეხმარონ


ევროს ზონის ქვეყნებს სურთ დიდი დავალიანების გამო კრიზისში მყოფ ირლანდიას ფინანსურად დაეხმარონ. ევროკავშირის სავალუტო საკითხთა კომისარმა, ოლი რენმა დღეს ფინანსთა მინისტრების შეხვედრამდე თქვა, რომ ევროკავშირი ამ თემაზე დუბლინში მთავრობას მოელაპაკება. თვითონ ირლანდიას საბერძნეთისთვის გაწეული დახმარების მსგავსი თანადგომა არ სურს, ის უფრო ზედმეტი დავალიანების მქონე თავისი ბანკების გადარჩენის შესახებ შეთანხმებას ესწრაფვის.
XS
SM
MD
LG