Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეკობრეების მიერ დატყვევებული მეზღვაურების ოჯახის წევრები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ


სომალელ მეკობრეთა მიერ დატყვევებული ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მეკობრეები გამოსასყიდის გადახდას ორ დღეში მოითხოვენ და წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკიპაჟის წევრთა დახვრეტით და გემის ჩაძირვით იმუქრებიან. დატყვევებულთა ოჯახის წევრებმა, როგორც თავად აღნიშნავენ, ეს ინფორმაცია ერთ-ერთ მეზღვაურთან სატელეფონო საუბრისას მიიღეს და დღეს დახმარება კვლავ ხელისუფლებისგან ითხოვეს. მალტის დროშით მცურავი გემი, რომელზეც საქართველოს 15 მოქალაქე იმყოფება, სომალელმა მეკობრეებმა 8 სექტემბერს დაატყვევეს.
XS
SM
MD
LG