Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრინც უილიამის ქორწილი 29 აპრილისთვის დაინიშნა


ბრიტანეთის ტახტის რიგით მეორე მემკვიდრე, პრინცი უილიამი 29 აპრილს, ლონდონში დაქორწინდება თავის საცოლე კეიტ მიდლტონზე. განცხადება მათი გადაწყვეტილების შესახებ, რომ დაქორწინებას აპირებენ, გასულ კვირაში გაკეთდა. ჯვრისწერა გაიმართება უესტმინსტერის სააბატოში, რომელიც ლონდონის ცენტრში მდებარეობს და რომელშიც ტრადიციისამებრ ქორწინდებიან ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები. ოფიციალური ცნობით, ქორწილის ხარჯებს, უსაფრთხოების ზომების საფსაურის გარდა, სამეფო ოჯახი და მიდლტონები გაიღებენ.
XS
SM
MD
LG