Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი შეშფოთებას გამოთქვამს აშშ-სამხრეთ კორეის დაგეგმილი სამხედრო წვრთნების გამო


ჩინეთმა შეშფოთება გამოთქვა აშშ-სამხრეთ კორეის სამხედრო წვრთნების გამო, რომლებიც მოჰყვება სამხრეთ კორეის კუთვნილი კუნძულის დაბომბვას ჩრდილოეთ კორეის მიერ. ჩინეთის საგარეო უწყების პრესმდივანის, ჰონ ლეის განცხადებით, პეკინი “წინააღმდეგია ნებისმიერი ქმედებისა, რომელიც ძირს უთხრის მშვიდობასა და სტაბილურობას კორეის ნახევარკუნძულზე“. სეული აცხადებს, რომ კვირისთვის დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნები მკაფიო სიგნალს გაუგზავნის ჩრდილოეთ კორეას. სეულმა გამოაცხადა ასევე, რომ გააძლიერებს უსაფრთხოების ზომებს ხუთი კუნძულის გარშემო იმ რეგიონში, სადაც ჩრდილოეთ კორეის საარტილერიო იერიშის შედეგად ორი სამოქალაქო პირი და ორი ჯარისკაცი დაიღუპნენ.
XS
SM
MD
LG