Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა


პორტუგალია მზად არის საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოში არსებული კონფლიქტების მოსაგვარებლად და მნიშვნელოვნად მიიჩნევს პრეზიდენტ სააკაშვილის ახალ სამშვიდობო ვალდებულებას - ამის შესახებ თბილისში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ლუიშ ამადუმ ასევე აღნიშნა, რომ პორტუგალია აქტიურად ადევნებს თვალ-ყურს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისაკენ და ამ პროცესში თბილისის აქტიური პარტნიორი იქნება. თავის მხრივ, გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან დღევანდელი შეხვედრისას განიხილებოდა რეგიონში არსებული ვითარება და ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარება ტურიზმის, ენერგეტიკის და კულტურის სფეროებში. თბილისში ლუიშ ამადუს ვიზიტისას გაფორმდა საქართველოს და პორტუგალიის პოლიტიკური კონსულტაციების დაწყებისა და კულტურული ურთიერთობის მემორანდუმები.
XS
SM
MD
LG