Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი ჟენევის შეხვედრებზე არ აპირებს ბირთვულ სფეროში დათმობებს


ირანის თანახმად, ეს ქვეყანა არ აპირებს დათმობებზე წასვლას ბირთვულ სფეროში თავისი უფლებების შესახებ ჟენევისორშაბათის შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აშშ, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი და ჩინეთი. მოლაპარაკებაზე ირანის წარმომადგენელმა, საედ ჯალილიმ განაცხადა, რომ ბირთვულ სფეროში ირანის უფლებები მოლაპარაკებას არ ექვემდებარება და შესაბამისად, როგორც ადრე, ის ვერ გახდება შეხვედრის თემა. დასავლეთის ქვეყნები ვარაუდობენ, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ესწრაფვის.
XS
SM
MD
LG