Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქებებმა, სულ ცოტა, 40 ადამიანი შეიწირა


პაკისტანში მოეწყო მთავრობის მომხრე უხუცესთა კრების წინააღმდეგ მიმართული აფეთქებები, რის შედეგადაც, სულ ცოტა, 40 ადამიანი დაიღუპა და 50-მდე ადამიანი დაიჭრა. აფეთქებები ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მდებარე ქალაქ ღალანაიში მოაწყო ორმა თვითმკვლელმა მოიერიშემ. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ. მათი ინფორმაციით, ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა შენობაში, რომელშიც კრება მიმდინარეობდა, მეორე აფეთქება კი ამავე შენობასთან მოეწყო. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG