Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არგენტინა პალესტინელთა სახელმწიფოს დამოუკიდებლობას აღიარებს


არგენტინა შეუერთდა ბრაზილიის გადაწყვეტილებას, აღიარონ პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო. არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს1967 წლის საზღვრებში, ანუ სანამ ისრაელი ექვსდღიან ომში დაიკავებდა ღაზის სექტორსა და იორდანეს დასავლეთ ნაპირს. ბრაზილიამ ანალოგიური აღიარების შესახებ გამოაცხადა პარასკევს. ისრაელმა ორივე განცხადების გამო სინანული გამოთქვა, თქვა რა, რომ ეს ეწინააღმდეგება ისრაელსა და პალესტინელთა შორის შეთანხმებას, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო შეიძლება გამოცხადდეს მხოლოდ ისრაელსა და პალესტინელებს შორის მოლაპარაკების შემდეგ.
XS
SM
MD
LG