Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა ცესკო-ში საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხს დაეთმობა


საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მომუშავე ჯგუფის დღევანდელი შეხვედრა ცესკო-ში საარჩევნო ადმინისტრაციის თემას დაეთმობა. აღნიშნულ საკითხზე პარტიები საკუთარ წინადადებებს წარმოადგენენ. თითოეული პროექტის პრეზენტაცია კითხვა-პასუხის ფორმატში დასრულდება. შეხვედრას დაესწრებიან საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ცესკო-ს წარმომადგენლები. კონსულტაცია მედიისთვის ტრადიციულად დახურული იქნება. გასულ ოთხშაბათს გამართული შეხვედრა საარჩევნო სიებს, კერძოდ, ამომრჩეველთა რეგისტრაციის საკითხს დაეთმო. ამ საკითხზე საკუთარი წინადადებები "ოპოზიციურმა რვიანმა" და "ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ" წარმოადგინა. ორივე პროექტი არჩევნებში ბიომეტრიული პარამეტრების დანერგავს ითვალისწინებს. სააჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსულტაციები ნოემბრის პირველი ნახევრიდან დაიწყო. კონსულტაციებში მონაწილეობენ "ნაციონალური მოძრაობა", ოპოზიციური "რვიანი", რომელიც რვა პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები. კონსულტაციების პირველი ეტაპი კონკრეტულ საკითხებზე პროექტების პრეზენტაციას დაეთმობა, რის შემდეგაც, უკვე მომავალი წლიდან, აღნიშნულ წინადადებებზე დისკუსიები დაიწყება.
XS
SM
MD
LG