Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონფუცის სახელობის მშვიდობის პრემია გადაეცა ტაივანის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ლიან ჩანს


კონფუცის სახელობის მშვიდობის პრემია გადაეცა ტაივანის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ლიან ჩანს. პეკინში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე აღინიშნა, რომ ლიან ჩანს ეს პრემია მიენიჭა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ტაივანს შორის ურთიერთობათა ნორმალიზების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. პრემიასთან ერთად ლაურეატი მიიღებს ფულად ჯილდოს 100 ათასი იუანის (ანუ 15 ათასი დოლარის) ოდენობით. კონფუცის სახელობის მშვიდობის პრემიას ნობელის სამშვიდობო პრემიის ალტერნატივას უწოდებენ. წელს ნობელის პრემია მიენიჭა ჩინელ დისიდენტს ლიუ სიაობოს, რასაც ჩინეთის ხელისუფლების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.
XS
SM
MD
LG