Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში პოლიციამ დაშალა დემონსტრაცია, რომელიც გაიმართა სკოლებში ისლამური თავსაფრის ტარების მოთხოვნით


ბაქოში პოლიციამ დაშალა დემონსტრაცია, რომლის მონაწილეებიც სკოლებში ისლამური თავსაფრით სიარულის უფლებას მოითხოვდნენ. ასობით ადამიანი მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში განათლების სამინისტროსთან, რაც ანალიტიკოსებს მრავალრიცხოვან აქციად მიაჩნიათ სეკულარული აზერბაიჯანისთვის. დემონსტრაციის ვიდეოჩანაწერზე ჩანს, როგორ იყენებს პოლიცია ხელკეტებს დემონსტრანტების წინააღმდეგ. პოლიციის ცნობით, დააკავეს 12 დემონსტრანტი. საპროტესტო აქცია მოჰყვა აზერბაიჯანის განათლების მინისტრ მისირ მარდანოვის განცხადებას, რომ გოგონები უნდა დაემორჩილონ სასკოლო ტანისამოსის განმსაზღვრელ წესებს, რომლებიც კრძალავს ისლამური თავსაბურავის ტარებას.
XS
SM
MD
LG