Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალური ინფორმაციით, დნესტრისპირეთის საპარლამენტო არჩევნებში დარღვევები არ აღნიშნულა


დღეს დნესტრისპირეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებზე არ დაფიქსირებულა სერიოზული დარღვევები - იტყობინება რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია. არჩევნები პირველად ტარდება დამოუკიდებლობის ცალმხრივი წესით გამოცხადებიდან ოცი წლის შემდეგ. დნესტრისპირეთის პარლამენტის 43 ადგილზე 120 კანდიდატი აცხადებს პრეტენზიას. არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდება, თუკი მასში ამომრჩეველთა 25 პროცენტზე მეტი მიიღებს მონაწილეობას. არჩენვებს ასამდე საერთაშორისო მეთვალყურე ადევნებს თვალყურს.
XS
SM
MD
LG