Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან გაჩეჩილაძე უარყოფს მიხეილ სააკაშვილთან ფინანსურ გარიგებას


"ქართული პარტიის" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ილია ჭავჭავაძის სახელობის საადგილმამულო ბანკის დასაარსებლად 12 მილიონი არ მოუთხოვია, - ამის შესახებ გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა. გაზეთ “ასავალ–დასავალში” 13 დეკემბერს გამოქვეყნდა წერილი, რომლის ავტორიც ამტკიცებს, რომ ხელთ აქვს ფურცელი, სადაც ლევან გაჩეჩილაძემ მიხეილ სააკაშვილს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე ჩამოუწერა მოთხოვნები. "დროებით, 6 თვით, დამნიშნე პრემიერად", "მინდა ხუთი მილიონი", "ილია ჭავჭავაძის საადგილმამულო ბანკის შესაქმნელად მჭირდება საწყისი კაპიტალი 10–12 მილიონი". ლევან გაჩეჩილაძე გაზეთით გავრცელებულ ინფომაციას ცილისწამებას უწოდებს და სტატიის ავტორისაგან წყაროს დასახელებას მოითხოვს. „მას შემდეგ, რაც დოკუმენტი დაიდება და ყველა ინსტანციას გაივლის, დოკუმენტის წყაროს საჯაროდ, სწორ დროს და ადგილას მე თვითონ დავასახელებ", - განაცხადა გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.
XS
SM
MD
LG