Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ჰოლბრუკის გარდაცვალებას ეხმაურება


რიჩარდ ჰოლბრუკის გარდაცვალებას მთელ მსოფლიოში ეხმაურებიან. ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის წარმომადგენელი სიამაკ ჰერავი ამერიკელი დიპლომატის - რიჩარდ ჰოლბრუკის გარდაცვალებას ”დიდ დანაკარგად” აფასებს და აცხადებს, რომ ჰოლბრუკმა ”დიდი სამსახური გაუწია ავღანეთს”. ავსტრალიის თავდაცვის მინისტრი სტივენ სმითი კი აცხადებს, რომ ჰოლბრუკი ”ძალიან დაფასებული იყო თავისი კოლეგების მიერ”, მათ შორის ავღანეთსა და პაკისტანში და ჰოლბრუკს ”აშშ-ის დიპლომატიის კოშკს” უწოდებს. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა განაცხადა, რომ ჰოლბრუკმა ”უდიდესი წვლილი შეიტანა უფრო მშვიდობიანი და სამართლიანი მსოფლიოს შექმნაში” და მისი გარდაცვალების გამო სხვადასხვა ქვეყანაში ბევრი ადამიანი იგლოვებს.
XS
SM
MD
LG