Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: აშშ 2011 ივლისში დაიწყებს ავღანეთიდან სამხედრო მოსამსახურეების გაყვანას


შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, ომი ავღანეთში კვლავაც „ძალიან რთული ამოცანაა“, მაგრამ შეერთებულ შტატებს აღებული აქვს გეზი დასახული მიზნების მისაღწევად. როგორც ობამამ აღნიშნა, ვაშინგტონი, გეგმისამებრ, აპირებს, 2011 წლის ივლისში გაიყვანოს ავღანეთიდან თავისი სამხედროების ნაწილი. ამ შინაარსის განცხადება პრეზიდენტმა ობამამ გააკეთა ავღანეთის ომში მიღწეული პროგრესის შესახებ მომზადებული ანგარიშის წარმოდგენისას. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შეერთებულმა შტატებმა მიაღწია „მნიშვნელოვან პროგრესს“ ალ ყაიდის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა, დრო არის საჭირო მის დასამარცხებლად. ანგარიში ეფუძნება ავღანეთში ვითარების ბოლო ორი თვის მანძილზე ჩატარებულ შესწავლას, რასაც ეროვნული უშიშროების საკითხებში ობამას თანაშემწეთა გუნდი ხელმძღვანელობდა.
XS
SM
MD
LG