Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასანჟის განცხადებით, აშშ "აგრესიულ გამოძიებას" ატარებს ვიკილიკსის საქმიანობასთან დაკავშირებით


ვიკილიკსის დამფუძნებელ ჯულიან ასანჟის განცხადებით, მისი და მისი ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით „აგრესიულ“ გამოძიებას ატარებს შეერთებული შტატების ხელისუფლება. ამ შინაარსის განცხადება ასანჟმა გააკეთა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ის თავდებით გაათავისუფლა ლონდონის სასამართლომ. ასანჟი დააკავეს შვედეთის მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის საფუძველზე, სექსუალური ძალადობის ბრალდების გამო. ასანჟი ბრალდებებს უარყოფს. ის უარყოფს აგრეთვე, რომ იცნობს შეერთებული შტატების არმიის ანალიტიკური განყოფილების ყოფილ თანამშრომელს, რომელიც ეჭვმიტანილია ვიკილიკსისთვის ამერიკელი დიპლომატების საიდუმლო შეტყობინებების გაგზავნაში. ავსტრალიის პოლიციამ დღეს განაცხადა, რომ ვიკილიკსს არ დაურღვევია ავსტრალიის კანონები, ამერიკელი დიპლომატების საიდუმლო შეტყობინებების გამოქვეყნებით.
XS
SM
MD
LG