Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალავი ერაყის პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს უერთგულოს ხელისუფლების გაყოფის დაპირებას


ერაყის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიად ალავიმ, დღეს განაცხადა, რომ შეიძლება შეუერთდეს პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიქის ახალ კაბინეტს - მაგრამ მან ალ-მალიქის მოუწოდა უერთგულოს თავის პირობას, რომ ახალ მთავრობაში ძალაუფლება სამართლიანად გადანაწილდება. ალავიმ იქვე დასძინა, რომ თავისი პარტიის მიერ კაბინეტის თანამდებობებზე წარდგენილი პირების სია ჯერ არ გაუვრცელებია. ალავის განცხადებები ჩრდილს აყენებს ნური ალ-მალიქის იმედს, რომ ახალი მთავრობის შემადგენლობას უკვე ორშაბათს, 20 დეკემბერს გამოაცხადებდა. კონსტიტუციის თანახმად, კაბინეტის ფორმირების ბოლო დღე შაბათი, 25 დეკემბერია. ამ პროცესში ალავის კოალიციის მონაწილეობამ შესაძლოა შეასუსტოს შეშფოთება ერაყში სისხლისღვრის განახლების საფრთხის შესახებ იმ ფონზე, როცა ერაყი მრავალწლიანი ომის შედეგებთან გამკლავებას ცდილობს, 2011 წელს კი ქვეყნიდან აშშ-ის ჯარის მთლიანი გაყვანაა დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG