Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქრისტიან-დემოკრატები ციხეებში შექმნილ ვითარებას აპროტესტებენ


საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში კვლავ ფართოდ არის გავრცელებული ადამიანების უფლებათა ხელყოფა, საპატიმროთა უმრავლესობა გადატვირთულია და იქ ანტისანიტარია სუფევს, - აცხადებს საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული პარტია. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას ალტერნატიული სასჯელის შემოღებას სთავაზობენ. როგორც “ქრისტიან-დემოკრატების” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თამაზ ბაკურაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ისინი ხელისუფლებას სთხოვენ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანას, რათა გათვალისწინებული იყოს წინასწარი პატიმრობის სხვა ალტერნატიული აღმკვეთი ღონისძიებები. “ქრისტიან-დემოკრატები” იმასაც მოითხოვენ, რომ პროკურორმა აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობას მიმართოს, როგორც გამონაკლისს და არა როგორც ნორმას.
XS
SM
MD
LG